ჩვენს გარშემო მრავლად არის დანაგვიანებული ტერიტორიები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ამასთანავე საკმაოდ დაბალია მოსახლეობის კულტურისა და ცნობიერების დონე დანაგვიანების პრობლემასთან დაკავშირებით. ამას დაემატა საქართველოს მასშტაბით საკმაოდ დიდ ფართობზე ხანძრების შედეგად ტყეების განადგურების პროცესი, რომელსაც მოსწავლეები საკუთარი თვალებით ხედავდნენ და განიცდიდნენ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსწავლეები ჩავრთოთ ბუნების დაცვისა და მისი გაფრთხილება-აღდგენის პროცესში.
პროექტის "დედამიწა ჩვენი სახლია-ერთად ვიზრუნოთ მასზე" დაგეგმვის ინსპირაცია იყო ჩვენს გარშემო არსებული დაბინძურებული ტერიტორიების სიმრავლე .
გვინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვისა და გამწვანების საქმეში.
ჩვენი პროექტის დაგეგმვის მიზეზი - დანაგვიანებული ტერიტორიების სიმრავლე:
პროექტის "დედამიწა ჩვენი სახლია-ერთად ვიზრუნოთ მასზე" დაგეგმვის ინსპირაცია იყო ჩვენს გარშემო არსებული დაბინძურებული ტერიტორიების სიმრავლე .
გვინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვისა და გამწვანების საქმეში.
ჩვენი პროექტის დაგეგმვის მიზეზი - დანაგვიანებული ტერიტორიების სიმრავლე:
გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში, მხოლოდ რამდენიმე წუთს დახარჯავთ, სამაგიეროდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ მოსწავლეთა მოტივირებაში და დაეხმარებით მათ პროექტის წარმატებით განხორციელებაში, გამოკითხვის ფორმაშივე შეგიძლიათ იხილოთ გამოკითხვის შედეგები და ვიზიტორთა მოსაზრებები, მადლობა მონაწილეობისათვის!
https://docs.google.com/forms/d/1tvluKpmgHN80D3jsfICCx4mWWxBGki4A2Vr_cR6xtrA/edit
ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.
ადამიანი ცხოველებისა და მცენარეებისაგან განსხვავებით არ არის შეგუებული რომელიმე გარკვეულ გარემო(ცვა)ს, იგი მის გარემოს ტექნიკის დახმარებით თავისი მოთხოვნილებების მიხედვით აფორმირებს, მას შეუძლია ბუნებრივად მოცემული საცხოვრებელი პირობები შეცვალოს რითაც ხშირად არღვევს ეკოლოგიას.
გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უძველეს წარსულში უნდა ვეძებოთ, ისინი ჯერ კიდევ 10 000 წელზე მეტი ხნის წინათ, როდესაც ადამიანებმა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა დაიწყეს. ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეროზიები.
გარემოს დაბინძურება წარმოიშვება არა მარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით (არა მომჭირნედ გამოყენებით).